Sunday, July 3, 2016
პროექტის იდეა
სამკურნალო მცენარეების გამოყენებას ისეთივე დიდი ხნის ისტორია აქვს,როგორც თვით კაცობრიობას. სამკურნალო მცენარეებისადმი ინტერესი არც ამჟამად განელებულა. მიუხედავად იმისა,რომ შეიქმნა მრავალი ახალი, სინთეზური გზით მიგებული მაღალეფექტური სინთეზური პრეპარატი, ბოლო წლებში ინტერესი სამკურნალო მცენარეებისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეტ ყურადღებას უთმობენ მცენარეებს თვით ექიმებიც.სამკურნალო მცენარეების გამოყენებას საქართველოში დიდი ტრადიციები აქვს.სამწუხაროდ ბევრი რამ დავიწყებას მიეცა.პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს და კერძოდ თელავის რაიონში გავრცელებულ სამკურნალო მცენარეების, მათი სამკურნალო თვისებებისა და გამოყენების შესახებ, დაახარისხებენ და მომაზადებენ საინფორმაციო ბუკლეტებს. გაავცელებენ მოსახლეობაში.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment