Sunday, July 17, 2016

მერვე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ პროექტის გეგმის შაბლონზე, შევავსეთ დიფერენცირებული სწავლების კითხვარი, მოვაწესრიგეთ პორტფოლიო, ბლოგში ჩავამატეთ გვერდები.პორტფოლიო გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Saturday, July 16, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მოსწავლეთა შეფასებებზე, გამოვიყენეთ ადაპტირების ბლანკი, შევასწორეთ რუბრიკა ჩვენი პროექტის გათვალისწინებით, მოვაწესრიგეთ ჩვენი საქაღალდე "გუგლ დრაიფში" და კიდევ .....gifs.net.

:))






მოსწავლის პრეზენტაცია

Friday, July 15, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

გავეცანით საავტორო უფლებებს, დავიწყეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომზე მუშაობა.

Sunday, July 10, 2016

                               მეხუთე დღის რეფლექსია


გავეცანით ერთმანეთის დავალებებში შეტანილ შესწორებებს,გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოსა და შეფასების კრიტერიუმებს,ამოვარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის მისაღები,ვისწავლეთ ვირტუალური დისკის შექმნა,"გუგლ დრაივ"-ში მუშაობა,ჩვენი საქაღალდე გავუზიარეთ სუპერ-ტრენერს ლალიკოს და მაგრად დავიღალე(თ).

Saturday, July 9, 2016

ინტელის სასწავლო კურსი: პროექტის იდეა

ინტელის სასწავლო კურსი: პროექტის იდეა: გამაოგნებელია  უცქირო,  როგორ  ლივლივებს  ხორბლის, ქერის, სიმინდის ყანა. მართლაც  რომ  შეეფერება  ულამაზესი  პოეტური  სიტყვა „მზეკაბანი“. თ...

მეოთხე დღის რეფლექსია

კიდევ ერთხელ განვიხილეთ პროექტის იდეა და მიზანი ( გამეორება ცოდნის დედაა),ვისწავლეთ კოლეგების ბლოგებზე კომენტარების გაკეთება.ვისწავლეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების შედგენა და გავეცანით მათი შეფასების სისტემას,შევადგინეთ კითხვები,მივიღეთ რეკომენდაციები.

მიმართულების მიმცემი საკვანძო პითხვები

ზოგადი კითხვა: როგორ ზრუნავს გარემო ჩვენზე?

თემატური კითხვა:

როგორ მკურნალობენ დღეს ადამიანები?

 როგორ მკურნალობდნენ წარსულში ადამიანები მედიკამენტების გამოგონებამდე?

შინაარსობრივი კითხვა:

როგორ ვუმკურნალოთ გაციებას არამედიკამენტური გზით?

რომელი მცენარეები გინახავთ  თქვენს გარემოში? თუ შეიძლება რომელიმე მათგანის მკურნალობის მიზნით გამოყენება?

რომელი სამკურნალო  მცენარეები იცით?

Friday, July 8, 2016

მესამე დღის რეფლექსია

განვიხილეთ და შესწორებები შევიტანეთ პროექტის იდეაში.ვისწავლე როგორ მივიღო ბლოგის საშუალებით კოლეგებთან უკუკავშირი.ვისწავლე პროექტის მიზნების ჩამოყალიბება.დავწერეთ პროექტის მიზნები

სასწავლო პროექტის მიზნები


მოსწავლეები შეძლებენ:

ინფორმაციის მოძიებას ზოგადად სამკურნალო მცენარეების,მათი სამკურნალო თვისებებისა და გამოყენების უპირატესობის შესახებ.

გამოკითხვის ჩატარებას ადგილობრივ მოსახლეობასთან მათ მიერ სამკურნალო მცენარეების გამოყენების შესახებ.

ბეჭდური და ინტერნეტ სივრცის საშუალებით ინფორმაციის მოძიებას თელავის რაიონის სამკურნალო ფლორის შესახებ.

საველე სამუშაოების შესრულების დაგეგმვასა და ჩატარებას თელავის მიმდებარე ტერიტორიებზე სამკურნალო მცენარეების შესწავლის მიზნით.

სხვადასხვა მეთოდებით მიღებული მონაცემების   დახარისხებას,  გაანალიზებას და საინფორმაციო ბუკლეტის მომზადებას არსებული მასალის მიხედვით.
         

Sunday, July 3, 2016

მეორე დღის რეფლექსია

გავეცანით,როგორ ხდება ე.წ. ბლოგის შექმნა.მივიღეთ ინფორმაცია პროექტებით სწავლების მეთოდის გამოყენების მნიშვნელობის შესახებ.დავიწყეთ პროექტის შექნის შესწავლა.

პროექტის იდეა

           

სამკურნალო მცენარეების გამოყენებას ისეთივე დიდი ხნის ისტორია აქვს,როგორც თვით კაცობრიობას. სამკურნალო მცენარეებისადმი ინტერესი არც ამჟამად განელებულა. მიუხედავად იმისა,რომ შეიქმნა მრავალი ახალი, სინთეზური გზით მიგებული მაღალეფექტური სინთეზური პრეპარატი, ბოლო წლებში ინტერესი სამკურნალო მცენარეებისადმი მნიშვნელოვნად გაიზარდა. მეტ ყურადღებას უთმობენ მცენარეებს თვით ექიმებიც.სამკურნალო მცენარეების გამოყენებას საქართველოში დიდი ტრადიციები აქვს.სამწუხაროდ ბევრი რამ დავიწყებას მიეცა.პროექტის ფარგლებში მოსწავლეები მოიძიებენ ინფორმაციას საქართველოს და კერძოდ თელავის რაიონში გავრცელებულ  სამკურნალო მცენარეების, მათი სამკურნალო თვისებებისა და გამოყენების შესახებ, დაახარისხებენ და მომაზადებენ საინფორმაციო   ბუკლეტებს. გაავცელებენ მოსახლეობაში.